ტოჩინოშინმა წლის პირველი სუპერტურნირი გამარჯვებით გახსნა

ქართვემა სუმოტორმა, ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინი, ტოკიოში დაწყებული წლის პირველი სუპერტურნირი გამარჯვებით გახსნა.

ტურნირის გახსნის დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე, ასევე მე-4 მაეგაშირა ტამავაში იყო.  ტოჩინოშინსა და ტამავაშის ანგარიში ამ დროისათვის, ქართველის სასარგებლოდ 20:9-ზეა.

ხვალ, ტურნირის მეორე დღეს, ლევან გორგაძის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება.