ტოჩინოშინმა ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა

ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის ბაშოზე ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) ზედიზედ მეორე ბრძოლა მოიგო. ამჯერად, ქართველი სუმოისტი ტობიზარუს შეხვდა, რომელსაც ამ ბრძოლამდე 4 მოგება და 5 წაგება ჰქონდა.

ტოჩინოშინს 5 ბრძოლა აქვს დარჩენილი, საიდანაც დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად მინიმუმ ოთხის მოგება სჭირდება.

ხვალ, 22 სექტემბერს გორგაძის მეტოქე მე-16 მაეგაშირა ტოკუშორიო იქნება, რომელსაც მოგება-წაგებათა ბალანსი 3-7-ზე აქვს.