ტოკიოს ოლიმპიადაზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე ესპანელი ჩოგანი იქნება

ტოკიოში გაიმართა საჩოგბურთო ტურნირის წილისყრა და გაირკვა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე. 1/32 ფინალში მისი მოწინააღმდეგე მსოფლიოს 90-ე ჩოგანი, ესპანელი რობერტო კაბრალიეს ბაენა იქნება. 

წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე იაპონელ ტარო დანიელსა და იტალიელ ლორენცო სონეგოს შორის მოგებულს შეხვდება.