ტოკიოში პარალიმპიადა მაყურებლის გარეშე გაიმართება

ტოკიოში პარალიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს მაყურებლის გარეშე ჩაატარონ პარალიმპიადა. გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდაა. მაყურებლებისთვის არანაირი გამონაკლისი არ იქნება დაშვებული.

გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა, ტოკიოს გუბერნატორმა და იაპონიის ოლიმპიური თამაშების მინისტრმა.

ტოკიოში პარალიმპიადა 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება.