ტოკიოში პარალიმპიური თამაშების გახსნა მიმდინარეობს - VIDEO

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ტოკიო დღეიდან, 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ზაფხულის XVI პარალიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. მასშტაბური სპორტული ღონისძიება, ისევე როგორც ოლიმპიადა, კოვიდპანდემიის გამო ერთი წლის შემდეგ გაიმართება.

იაპონიის დედაქალაქში 22 დისციპლინაში მონაწილეობას მიიღებს 4400 სპორტსმენი, სადაც მედლების 539 კომპლექტს გაითამაშებენ. 

პარალიმპიადაზე 13 ქართველი პარასპორტსმენი 6 სახეობაში იასპარეზებს. ჩვენი დელეგაციის მედროშე ტიტულოვანი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი იქნება.

საქართველოს პარალიმპიური დელეგაციიდან შეჯიბრებას პარამოფარიკავეები დაიწყებენ, დასკვნით დღეს, 4 სექტემბერს კი პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული იასპარეზებს.