ტომას მიულერმა "ბუნდესლიგის" რეკორდი დაამყარა

"ბუნდესლიგის" 29 ტურის მატჩში, მიუნხენის "ბაიერნსა" და დიუსელდორფის "ფორტუნას" შორის ახალი რეკორდი დამყარდა. მიუნხენელთა შემტევმა ტომას მიულერმა, წლევანდელ ჩემპიონატში მე-18 საგოლე გადაცემა გაიფორმა. TWEETER-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელს 29 ტურში უკვე 18 ასისტი დაუგროვდა, რაც "ბუნდესლიგის" რეკორდია.