"ტოპ 14"-ი მამუკა გორგოძეს მადლობას უხდის

საფრანგეთის უმაღლესი სარაგბო დივიზიონის „ტოპ 14“-ის ოფიციალურმა „ინსტაგრამმა“, ლეგენდარულ ქართველ მორაგბეს მამუკა გორგოძეს პოსტი მიუძღვნა.

"ბორჯღალოსნების" კაპიტანმა „ტოპ 14“-ში 15 სეზონი გაატარა. გორგოძე ჯერ „მონპელიეში“, ხოლო შემდეგ „ტულონში“ თამაშობდა. 

 200-ზე მეტი მატჩი ჩემპიონატში. მადლობა მამუკა!“ – წერია ტურნირის ოფიციალურ გვერდზე.