თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

მისმა "ბასკონიამ", ფინალურ შეხვედრაში კატალონიური "ბარსელონა" დაამარცხა. შენგელიამ კი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 

ქართველმა ლიდერმა, ვიტორიელებს 14 ქულა, 2 ასისტი, 4 მოხსნა და 2 ბლოკი მოუტანა. ჩემპიონთა რიგებში ყველაზე მეტი ქულა, შეხვედრის "მვპ-მ", არგენტინელმა ლუკა ვილდოსამ დააგროვა. სამხრეთ ამერიკელის ანგარიშზე 17 ქულაა.