თორნიკე შენგელიამ ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო - VIDEO

თორნიკე შენგელია მიმდინარე სეზონში შესანიშნავ თამაშს განაგრძობს. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართველი კალათურთელის "ბასკონია" "ობრადორიოს" ესტუმრა და მოწინააღმდეგეს 92:79 სძლია. საქართველოს ნაკრების და ვიტორიული კლუბის მოთამაშემ პირადი რეკორდი დაამყარა. თოკომ 29 ქულა დააგროვა. ამის გარდა მან 7 მოხსნა, 2 გადაცემა, 1 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ პირველი ნახევრის ბოლოს თორნიკე შენგელიამ ბურთის ჩაგდება საკუთარი ნახევრიდან შეძლო.