"ტოტენჰემის" ოთხი ფეხბურთელი შეზღუდვების დარღვევაში ამხილეს

პრემიერ-ლიგის ოთხმა მოთამაშემ "ტოტენჰემიდან" ინგლისში დადგენილი შეზღუდვები დაარღვია. მათი საახალწლო წვეულების ამსახველი ფოტო სოციალურ მედიაში გავრცელდა. ამის გამო ინგლისურ კლუბს ბოდიშის მოხდაც მოუწია. 

ერიკ ლამელა, სერგიო რეგუილონი და ჯოვანი ლო ჩელსო უესტ ჰემის ფეხბურთელ მანუელ ლანზინისთან ერთად დააფიქსირეს. 

"ჩვენ საოცრად იმედგაცრუებულები ვართ და ვგმობთ ფეხბურთელების ამ პერიოდში ერთად თავმოყრას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის მთელი მოსახლეობა ცდილობს დაიცვას ერთმანეთის უსაფრთხოება საზეიმო პერიოდში", - ნათქვამია "ტოტენჰემის" სპეციალურ განცხადებაში. 

დიდ ბრიტანეთში დადგენილი წესების მიხედვით, დახურულ სივრცეში აკრძალულია იმ ადამიანების თავმოყრა, რომლებიც ერთ სახლში არ ცხოვრობენ.