ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიურ სოფელში დროშები გადმოფინეს

ქართველმა სპორტსმენებმა იაპონიაში, ოლიმპიურ სოფელში აივნებიდან საქართველოს დროშები გადმოფინეს. ისინი თამაშების ოფიციალურ გახსნას ელოდებიან. 

ოლიმპიადა დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიხსნება. 

საქართველოდან ოლიმპიადაზე 35 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.