ცნობილ ესპანურ გუნდში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა

 საფეხბურთო გუნდ "ვალენსიას" ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ესპანური გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

კლუბის მესვეურები ინფიცირებულების ვინაობას არ ამხელენ. უცნობია ისიც კოვიდ-19 ფეხბურთელებს დაუდასტურდათ თუ მომსახურე პერსონალს.

ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელობა უკვე საქმის კურსშია. "ღამურების" ბანაკში კი ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უკვე ჩატარდა.