ცნობილი ფეხბურთელი 543 000 ევროთი დაჯარიმდა

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი დიეგო კოშტა, ესპანეთის საგადასახადო კანონის დარღვევაში დამნაშავედ ცნეს. MARCA-ს ინფორმაციით, ფეხბურთელს ექვს თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 543 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. ცნობილი ფორვარდი სასჯელს არ მოიხდის, რადგან ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით 2 წელზე ნაკლები პატიმრობის ვადის ჯარიმით შეცვლა შესაძლებელია. შეგახსენებთ რომ დიეგო კოსტა გადასახადების დამალვაში 2014 წელს დაადანაშაულეს.