ცნობილი რუსი ჟურნალისტი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს აფასებს

ცნობილმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა ყაზანის "რუბინის" ქართველ შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ  კომენტარი გააკეთა.

"ბევრი შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ცსკა-მ "რუბინთან" გამართულ მატჩში ვერ გაიმარჯვა, თუმცა იმედია არ მიწყენთ. როგორ ფიქრობთ, რისთვის იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია?! სწორედ იმიტომ, რომ მას გუნდისთვის შედეგი მოეტანა. იმიტომ, რომ გაზრდილიყო. აი, შეხედეთ: "ურალის" კარი ვარდნაში გიჟური გოლით დალაშქრა. აქ ცსკა-სთან წაიღო ბურთი და პენალტი მოიპოვა, ბრწყინვალე მოძრაობით ჩამოიშორა მოწინააღმდეგე, რომელმაც შემდეგ წააქცია", - თქვა უტკინმა "ეხო მოსკვის" ეთერში.