ცნობილია, რამდენი ადამიანი დაესწრება ტოკიოს ოლიმპიადას

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა დააწესეს, რომ თამაშებს 10 ათასი იაპონელი მაყურებელი დაესწრება და სპორტული ობიექტების არაუმეტეს 50% იქნება შევსებული. ამის შესახებ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს.

უწყებაში აღნიშნეს, რომ მითითებული ციფრი - 10 ათასი მაქსიმალური იქნება.

მანამდე ვრცელდებოდა, ინფორმაცია, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო ვითარების რეჟიმის გამო, ორგანიზატორები მაყურებლებს საერთოდ არ დაუშვებდნენ სტადიონებზე.