ცნობილმა თავდამსხმელმა მარიო გომესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ინფორმაცია "შტუტგარტის" ტვიტერზე გავრცელდა.
"სეზონის დასაწყისში მე დარწმუნებული ვიყავი რომ "შტუტგარტი" პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნდებოდა. ამიტომაც გადავწყვიტე ფეხბურთელის რანგში ეს ჩემი უკანასკნელი სეზონი იქნებოდა". - განაცხადა მარიო გომესმა.
34 წლის მოთამაშეს, მათ გუნდში ასპარეზობისთვის "შტუტგარტმა" და "ბაიერნმა" მადლობა გადაუხადეს. მიუნხენური გრანდის მაისურით გომესმა 113 გოლი გაიტანა, ხოლო "შტუტგარტელთა" რიგებში მის ანგარიშზე 110 გატანილი ბურთია.