ცნობილმა იტალიელმა მოტომრბოლმა ბრიტანეთის გრანპრიზე მეხსიერება დაკარგა - VIDEO

მოტოგრანპრის იტალიელი მრბოლელი, „დუკატის“ წევრი ანდრეა დოვიციოზო სერიოზულ ავარიაში მოხვდა ბრიტანეთის გრანპრის დროს, – წერს „მოტორსპორტი“ .

დოვიციოზო ფაბიო კუარტარაროს შეეჯახა და მოტოციკლიდან ტრასაზე გადავარდა. იტალიელის მოტოციკლი აალდა. თავად მოტომრბოლი სავაადმყოფოში გადაივანეს – ის ბარძაყის არეში ტკივილებს უჩიოდა, აგრეთვე, მეხსიერების მცირეხნიანი დაკარგვა დაუდგინეს. საბოლოოდ, ანდრეა სერიოზულ ტრავმებს გადაურჩა და კვირას საღამოს საავადმყოფო დატოვა.