თურქეთი-უელსის შეხვედრა დასრულდა

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის A ჯგუფის  II ტურის მატჩი ბაქოში თურქეთი - უელსი 0:2 დასრულდა.

უელსის ეროვნულმა ნაკრებმა ორი მატჩის შემდეგ ოთხი ქულა დააგროვა და A ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. ამავე ოთხეულში მოხვდნენ იტალიისა და შვეიცარიის გუნდები, რომლებიც მატჩს ოთხშაბათს გამართავენ. 

20 ივნისს, დასკვნით ტურში, უელსელები რომში იტალიელებთან ითამაშებენ, ხოლო ბაქოში მყოფი თურქები შვეიცარიელებს შეხვდებიან.