UFC-ის ჩემპიონი პოლიციამ დააკავა

UFC-ის ჩემპიონი ჯონ ჯონსი, პოლიციამ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა. ჩხრეკისას სპორტსმენს გაუფორმებელი ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოუჩინეს. TMZ Sports-ის ინფორმაციით ქალაქ ალბუკირკის პოლიციამ სროლის შესახებ შეტყობინება მიიღო და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გავიდა. სამართალდამცველებმა ჯონსის მანქანიდან იარაღთან ერთად ტეკილას ცარიელი ბოთლიც ამოიღეს. თავად მებრძოლი სროლის ფაქტს უარყოფს.