"უიმბლდონს" დაზღვევა სოლიდურ თანხას გადაუხდის

"უიმბლდონის" შეჯიბრს, რომელიც 1945 წლის შემდეგ პირველად გადაიდო, დაზღვევა სოლიდურ თანხას გადაუხდის. ჟურნალისტ დარენ როუელის ინფორმაციით, სახელგანთქმული ტურნირის ორგანიზატორები, პანდემიის გამო 141 მილიონ ევროს მიიღებენ. როგორც გაირკვა "უიმბლდონი" სადაზღვევო კომპანიას ყოველწლიურად  2 მილიონს უხდიდა.