უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჩეხეთის ნაკრები დაამარცხეს

სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა 18-წლამდელ მორაგბეთა შორის. ტურნირში მონაწილეობას საქართველოს გარდა ჩეხეთი, ესპანეთი, რუმინეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, რუსეთი და ბელგია იღებენ.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დებიუტანტ ჩეხეთს 12 უპასუხო ლელო გაუტანეს და 76:0 დაამარცხეს.

ამ გამარჯვებით მათ ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს და ნახევარფინალში ბელგიას შეხვდებიან, რომელმაც თავის მხრივ ტურნირის მასპინძელი რუსეთი 21:10 დაამარცხა.