უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრები დაამარცხეს

Rugby Europe-ის ჩემპიონატზე უმცროსი ბორჯღალოსნები ფინალში გავიდნენ.

18 წლამდელებმა ნახევარფინალში ბელგიას 37-3 სძლიეს.

"ქართული რაგბის" ინფორმაციით, ფინალი 9 ოქტომბერს კალინინგრადში გაიმართება, სადაც ტიტულის შესანარჩუნებლად უმცროსი ბორჯღალოსნები პორტუგალიას დაუპირისპირდება.