ვარანი მანჩესტერ იუნაიტედში გადადის

მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა რეალის მცველი რაფაელ ვარანი გამოისყიდოს. წყაროს ცნობით,  მადრიდული კლუბი თანახმაა შესაფერისი თანხის სანაცვლოდ ვარანი გაუშვას.

უცხოური მედიის მონაცემებით, მანჩესტერული კლუბი ამ ტრანსფერისთვის 41 მილიონ ფუნტს გადაიხდის, ხოლო ვარანის წლიური ხელფასი 12 მილიონი ევრო იქნება.

ვარანი უკვე ამ კვირას ჩავა მანჩესტერში და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც, კარანტინში მოუწევს გადასვლა.

გასულ სეზონში გამართულ 41 მატჩში ფრანგმა მცველმა 2 გოლი გაიტანა. ვარანი რეალის ღირსებას 2011 წლიდან იცავს.