ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ალექსი დავითაშვილი, რომელიც +100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, მსოფლიო ჩემპიონი მეხუთედ გახდა.
ოქროს მედლები მოიპოვეს ასევე პაატა ღვინიაშვილმა -90 კგ წონით კატეგორიაში, მამუკა კურდღელაშვილმა (-60კგ) და გიგლა ალიბეგაშვილმა (-66კგ) წონით კატეგორიაში.
ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ იოსებ მარგველაშვილი -90 კგ წონით კატეგორიაში და ლევან გოგინაიშვილი, რომელიც +100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
მესამე ადგილზე გავიდნენ: ელგუჯა გვასალია (-90კგ), ნუგზარ კოჭლამაზაშვილი (-81კ) და ანზორ შეღვიაშვილი (+100კგ).