ვეტერანმა მორაგბემ საოცარი ვიდეო გაავრცელა - VIDEO

ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, კარლოს სპენსერმა Youtube-ზე საოცარი ვიდეო გააზიარა. ვეტერანი მოთამაშე, რომელიც თვითიზოლაციაშია, ინტერნეტმომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის გამოწვევებს სთავაზობს. ამჯერად სპორტსმენმა კალათბურთის ფარში, რაგბის ბურთი შორეული მანძილიდან ჩააგდო. საოცარი ტყორცნის ამსახველი ვიდეო კი ინტერნეტში განათავსა.