ზაზა ფაჩულიას ღირსეული საქციელი

ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც ამჟამად "გოლდენ სტეიტ ვორიორზის" კონსულტანტია, სამედიცინო მუშაკების შრომა დააფასა და მათ საკვებით გაუმასპინძლდა. ინფორმაციას ამის შესახებ NBC Sports-ი ავრცელებს. მის მიერ შეძენილი საკვები დაახლოებით 80-მდე ექიმმა გაინაწილა. 

ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ისე როგორც შეგვიძლია. არ აქვს მნიშვნელობა როგორ, უბრალოდ უნდა დავეხმაროთ. ყველამ უნდა დააფასოს ის, რასაც ექიმები და ზოგადად სამედიცინო პერსონალი აკეთებს“. - განაცხადა ზაზამ NBC-სთან საუბრისას.