ჟოზე მოურინიო "ტოტენჰემში" გააფრთხილეს

"ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ, მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს გაფრთხილება მისცა. როგორც აღმოჩნდა პორტუგალიელმა, კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის წესები დაარღვია. The Telegraph-ის ინფორმაციით, მოურინიო მისი გუნდის ფეხბურთელ ტანგი ნდომბელესთან ერთად ერთ-ერთ პარკში ვარჯიშობდა. მიუხედავად იმისა რომ მწვრთნელს და ფეხბურთელს დისტანცია არ დაურღვევიათ, "დეზების" ხელმძღვანელობამ ჟოზე მოურინიოს შენიშვნა მაინც მისცა. წესები რაიან სესინიონმა და დევინსონ სანჩესმაც დაარღვიეს.