ჟოზე მოურინიომ იტალიის სერია A-ში რეკორდი დაამყარა

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იტალიაში სერია A-ში რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას OptaPaolo ავრცელებს.

მისი ცნობით, 58 წლის სპეციალისტმა ამას "ემპოლის" წინააღმდეგ მე–7 ტურის საშინაო მატჩზე მიაღწია, რომელშიც მისმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს.

პორტუგალიელი სპეციალისტისთვის ეს მაჩვენებელი ახლა 42 მატჩის შეადგენს. ეს არის ყველა დროის რეკორდი 1994/1995 წლების სეზონიდან.

პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი 2008-2010 წლებში იტალიაში, კლუბ "ინტერში" მუშაობდა.