ზიდანი "რეალიდან" მიდის

ზინედინ ზიდანი მომავალ სეზონში "რეალის" მწვრთნელი აღარ იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

მისი ცნობით, ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა პოსტის დატოვება გადაწყვიტა.

ზიდანმა, რომელიც პაუზის შემდეგ 2019 წელს "რეალში" დაბრუნდა, კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და სუბერთასი მოიგო.

წინა სეზონში "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა და "ლა ლიგაში" მეორე ადგილი დაიკავა.