ზლატან იბრაჰიმოვიჩის მორიგი მიღწევა

"მილანის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუშინ, "სამპდორიას" წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და პირველი მოთამაშე გახდა , რომელმაც მილანის ორივე კლუბის მაისურით სერია ა-ში მინიმუმ 50 გოლი შეაგდო.

2006-09 წლებში ვეტერანი შვედი "ინტერში" თამაშობდა და 88 მატჩში 57 ბურთი გაიტანა, გუშინ, გენუელთა კარში შეგდებული პირველი ბურთი კი, შავ-წითელი მაისურით გატანილი 50-ე გოლი აღმოჩნდა.
სადღეისოდ მისი მილანური სტატისტიკა ასეთია: 78 მატჩი და 51 გოლი.