1 Bitcoin-ის ფასმა 63 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა

კრიპტოვალუტების სავაჭრო ბირჟა Binance-ის მონაცემების მიხედვით, Bitcoin-ის ფასი რეკორდულად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. დღეს კრიპტოვალუტის ფასმა 63 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა.

Binance-ის მონაცემებით ელექტრონული ვალუტა ბოლო 24 საათში 4%-ზე მეტით გაიზარდა ახლა მისი ფასი 62 589 აშშ დოლარს

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო კრიპტოვალუტების გლობალურ ბაზარზე Bitcoin-ის წილი 66% შეადგენს.