10 000 ცარიელი სკამი კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად - VIDEO

აშშ-ის ჯორჯიას შტატში COVID-19-ით გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნის პატივსაცემად, კონგრესის შენობის წინ 10 000 ცარიელი სკამი მიიტანეს.

ცარიელი სკამები სიმბოლურად ასახავს იმ 10 000-მდე ადამიანს, რომელიც ჯორჯიაში პანდემიას ემსხვერპლა.

აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია COVID Survivors for Change-ის წევრებმა მოაწყვეს.