107 წლის იაპონელი დები მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან ტყუპებად დასახელდნენ

იაპონელი დები მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ტყუპები გახდნენ. რეკორდის დასიქრისების მომენტში (2021 წლის 1 სექტემბერი) ისინი 107 წლისა და 300 დღის გახდნენ. ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნის ვებგვერდზეა აღნიშნული.

უმენი სუმიამა და კომე კოდამა 1913 წლის 5 ნოემბერს, შოდოს კუნძულზე, 13-სულიან ოჯახში დაიბადნენ.

როდესაც კომე გათხოვდა, დები ერთმანეთს იშვიათად ხედავდნენ. ამჟამად ისინი მოხუცთა სხვადასხვა თავშესაფრებში ცხოვრობენ.

დების თქმით, ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდებოდნენ.