11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა

11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

წელს მეცნიერ ქალთა და გოგონათა მეექვსე საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ასამბლეა „საზღვრებს მიღმა: თანასწორობა მეცნიერებაში საზოგადოებისთვის“ ონლაინ ფორმატში გაერო-ს სათავო ოფისში გაიმართება.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ამჟამად ქალები მეცნიერთა მხოლოდ 30 პროცენტს შეადგენენ, პანდემიამ კი მეცნიერი ქალების წინსვლისთვის უფრო მეტი ხელშემშლელი ფაქტორი გააჩინა.

მეცნიერ ქალთა და გოგონათა დღედ 11 თებერვალი გაერო-მ 2015 წლის 22 დეკემბერს გამოაცხადა.