17-მა ქვეყანამ ევროკავშირს დახმარებისთვის მიმართა

ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით, 17-მა ქვეყანამ, მათ შორის ირანმა და ვენესუელამ ევროკავშირს ფინანსური დახმარება სთხოვა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი მათ დაეხმარება.