2 ადამიანი დაიღუპა ღამის კლუბში სროლის შედეგად

აშშ-ში, ტეხასის შტატში, სან-ანტონიოს ღამის კლუბში ატეხილი სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა.

კლუბ Ventura-ში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ პისტოლეტი ამოიღო და სროლა დაიწყო. ერთი დაშავებული ადგილზევე, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. დაღუპულებიც და თავდამსხმელიც კლუბის მუდმივი კლიენტები იყვნენ. დამნაშავეს, რომელმაც მიმალვა მოახერხა, პოლიცია ეძებს.