2 წლის ბავშვმა სოციალურ ქსელში დედის შიშველი სურათები განათავსა

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ორი წლის გოგონამ, ემილი შმიტმა Snapchat–ზე დედის შიშველი სურათები განათავსა.

ბავშვის დედამ მობილური ტელეფონი შვილს ათხოვა, თავად კი აბაზანიდან ახალმა გამოსულმა ტანსაცმლის გამოცვლა გადაწყვიტა. ტანსაცმლის გამოცვლისას ბავშვმა მას სურათები გადაუღო და Snapchat-ზე განათავსა.

"სირცხვილისგან დავიწვი. იმ დროს ერთი წუთით მოვკვდი და ისევ გავცოცხლდი. ვფიქრობდი, როგორ ამეხსნა ხალხისთვის რაც მოხდა", - აცხადებს ბავშვის დედა Daily Mail-თან ინტერვიუში.