2020 წელს თურქეთში "ისლამური სახელმწიფოს" 150-ზე მეტი ტერაქტი აღკვეთეს

2020 წელს თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" 152 ტერაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუ ინფორმაციით, ძალოვნებმა 26,8 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს.