2022 წელს აშშ ბუნებრივი აირის რეკორდულ რაოდენობას მოიპოვებს

საკონსულტაციო ფირმის Rystad Energy- ის ანალიზის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბუნებრივი აირის მოპოვებამ 2022 წელს, შესაძლოა, რეკორდულ ნიშნულს მიაღწიოს. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობის ფასის საინფორმაციო პორტალი Oil Price ავრცელებს.

Rystad Energy-ის განცხადებით, 2022 წელს შეერთებულ შტატებში ბუნებრივი გაზის წარმოებამ, შესაძლოა, მიაღწიოს 93.3 მილიარდ კუბურ ფუტს დღეში, ხოლო 2024 წელს - 100 კუბურ ფუტს გადააჭარბოს.

ცნობისთვის, ქვეყანაში ბუნებრივი აირის წარმოებამ რეკორდულ ნიშნულს ჯერ კიდევ 2019 წელს მიაღწია, თუმცა პანდემიის გამო 2020 წელს ის შემცირდა.