ჩინეთი მთვარეზე ავტომატური პლანეტათაშორისი სადგურის გაშვებას 2024 წელს დაიწყებს. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მრეწველობის სახელმწიფო ადმინისტრაციაში განაცხადეს.
Chang'e-6-ის სადგური სავარაუდოდ რუსული, ფრანგული, შვედური და იტალიური მოწყობილობებით იქნება აღჭურვილი.
სადგურის ამოცანებია მთვარის ნიადაგის ნიმუშების ავტომატურად შეგროვება მისი ანალიზისა და შესწავლისთვის.
2020 წლის დეკემბერში ჩინური ზონდი Chang'e-5, რომელიც მთვარეზე გაუშვეს დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდა.