22 პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ლონდონში, არასანქცირებული მუსიკალური კონცერტის ჩასაშლელად მისულ 22 პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ისინი გვიან ღამით გამართული კონცერტის ხმამაღალმა ხმებმა შეაწუხეს და ადგილზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. კონცერტის მონაწილეებმა გამოძახებული საპატრულო ეკიპაჟის მანქანები დააზიანეს და პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

არცერთი ოფიცერი მძიმედ არ დაშავებულა, თუმცა 2 მათგანს სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება. დაკავებულია 4 ადამიანი.