24 მარტი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 398,107-ს შეადგენს. სულ COVID-19-ს 17,454 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 103,334 განიკურნა.

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 82359-მდე გაიზარდა. 8077 ადამიანი გარდაიცვალა.

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 69 176-მდე გაიზარდა, ჯამში 6 820 ადამიანი გარდაიცვალა.

საბერძნეთში ინფიცირებულთა რიცხვი 743-მდე გაიზარდა. 20 ადამიანი გარდაიცვალა.

ერაყში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 316-მდე გაიზარდა, 75 გამოჯანმრთელდა, 27 გარდაიცვალა.

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა, 10 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა.

ბოსნია და ჰერცეგოვინაში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულია 150 ადამიანი. 

შვედეთში ინფიცირებულთა რიცხვი 2272-მდე გაიზარდა, 36 ადამიანი გარდაიცვალა.

საუდის არაბეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. 676 ადამიანი ინფიცირებულია.

ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5 560-მდე გაიზარდა, 213 ადამიანი გარდაიცვალა.

ლატვიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 197-მდე გაიზარდა. 

ტუნისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 114-მდე გაიზარდა.

რუმინეთში ინფიცირებულთა რიცხვი 762-მდე გაიზარდა, 8 ადამიანი გარდაიცვალა.

ნორვეგიაში ინფიცირებულთა რიცხვი 2566-მდე გაიზარდა, 10 ადამიანი გარდაიცვალა.

ალბანეთში კორონავირუსით მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 123 ადამიანი.

ჩეხეთში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 1 289 ადამიანი.

უზბეკეთში ამ დროისთვის კორონავირუსით 50 ადამიანია ინფიცირებული.

შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 776-მდე გაიზარდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა.

ისლანდიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. ინფიცირებულია 588 ადამიანი.

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 39 673-მდე გაიზარდა, 2696 გარდაიცვალა.

ფინეთში ინფიცირებულთა რიცხვი 792-მდე გაიზარდა.

ლიბანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 304-მდე გაიზარდა, სამი ადამიანი გარდაიცვალა.

თათრეთში ინფიცირებულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვი 495-მდე გაიზარდა. 

ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4 249-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 122 ადამიანი. 

ირანში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 24811 შეადგინა, 8913 გამოჯანმრთელდა. 1934 ადამიანი გარდაიცვალა. 

ჰავაიზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინდონეზიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 686-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 55 ადამიანი.

ესტონეთში ინფიცირებულთა რიცხვი 369-მდე გაიზარდა.

ლაოსში კორონავირუსით ინფიცირების პირველი 2 შემთხვევა გამოვლინდა

ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4 486-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 25 ადამიანი.

გერმანიაში ამ დროისთვის 27 436 ადამიანია ინფიცირებული, 114 გარდაიცვალა. 

ტაილანდში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.

რუმინეთში კორონავირუსს 8 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 576.

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 549-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა - 37-მდე. 

ყირგიზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა.

ლიეტუვაში ამ დროისთვის 179 ადამიანია ინფიცირებული.

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 235-ს მიაღწია

მიანმარში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ორი პაციენტი უახლოეს წარსულში საზღვარგარეთ, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. 

უზბეკეთში ამ დროისთვის 49 ადამიანია ინფიცირებული.

ფილიპინებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 501-მდე გაიზარდა, 33 ადამიანი გარდაიცვალა.

ავსტრალიაში კორონავირუსის შემთხვევებმა 1823-ს მიაღწია, 7 პაციენტი დაიღუპა.

მექსიკაში ინფიცირებულთა რიცხვი 367-მდე გაიზარდა, 4 ადამიანი გარდაიცვალა.

ვენესუელაში ამ დროისთვის 84 ადამიანია ინფიცირებული.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 9037-მდე გაიზარდა, 120 ადამიანი გარდაიცვალა.

ინდოეთში ინფიცირებულთა რიცხვი 492-მდე გაიზარდა, 9 ადამიანი გარდაიცვალა.

ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 78 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 74 შემოტანილია. გარდაიცვალა 7, გამოჯანმრთელდა 456 პაციენტი. ჯამში ქვეყანაში ინფიცირების 81,171 შემთხვევა დადასტურდა. 3277 გარდაიცვალა.