26 ივნისიდან ესპანეთის ღია სივრცეებში პირბადის გარეშე იმოძრავებენ

ეს ბოლო შაბათ-კვირაა როდესაც ესპანეთში ღია სივრცეებში პირბადეს ატარებენ. 26 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით უქმნდება. 

პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განაცხადებით, მინისტრთა კაბინეტს შესაბამისი ინიციატივის დასამტკიცებლად 24 ივნისს შეხვდება.

გასული ზაფხულის შემდეგ, ესპანეთში ღია სივრცეში პირბადის ტარება ექვს წელს გადაცილებული პირებისთვის სავალდებულო იყო. გამონაკლისს მხოლოდ გარეთ ვარჯიში წარმოადგენს.