29 წლის ქალმა ორთავიანი ბავშვი გააჩინა

მიანმარში 29 წლის ქალმა, სანდა მინმა ორთავიანი ბავშვი გააჩინა. ამის შესახებ გამოცემა Myanmar Times წერს.

მედიის ინფორმაციით, ახალშობილი ბიჭი ნეიპიდოს საავადმყოფოში დაიბადა. ბავშვი სპეციალიზირებულ პედიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს. მედიკოსების თქმით, ქალმა სიამის ტყუპები გააჩინა.

ექიმების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.