3 გარდაცვლილი და ასობით ევაკუირებული - მექსიკაში ხანძარს ებრძვიან

მექსიკაში ტყის ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და ასობით ევაკუირებულია.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 150-მდე მეხანძრე და ავიაცია ჩაართული, თუმცა ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

ხანძარი ჩრდილოეთ მექსიკაში, ამერიკის საზღვართან რამდენიმე დღის წინ გაჩნდა.

ცეცხლი დაახლოებით 14 000 ჰექტარზეა გავრცელებული.