3 წლის ბავშვი დაბადების დღის წვეულებაზე მოკლეს

აშშ-ში, მაიამიში, 3 წლის ბავშვი დაბადების დღის წვეულებაზე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Nypost ავრცელებს. 

3 წლის ელაიჯა ლაფრანსი იმ ორ ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომლებიც Golden Glades-ის უბანში წვეულების დროს სროლაში მოყვნენ. 

ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კიდევ ერთი  დაზარალებული, 21 წლის ქალია, რომელიც სტაციონარულ მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს.

პოლიციას დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებია.