35 წლის შემდეგ, ცნობილი ფრანგი სერიული მკვლელის ვინაობა ცნობილია

35 წლის შემდეგ, ცნობილმა ფრანგმა სერიულმა მკვლელმა, მეტსახელად "Le Grêlé", საკუთარი ვინაობა გაამჟღავნა და თავი მოიკლა. ამის შესახებ Le Parisien წერს.

აღმოჩნდა, რომ ეს 59 წლის ფრანსუა ვეროვია, რომელიც ჟანდარმერიაში მუშაობდა.

თავის მოკვლამდე მან წერილი დატოვა, სადაც აღიარა, რომ 1980-1990 წლებში გაუპატიურებებისა და მკვლელობების სერია სწორედ მან ჩაიდინა.

ექსპერტიზამ მისი ანაბეჭდები დანაშაულის ადგილებზე ნაპოვნ ანაბეჭდებს შეადარა და დაადასტურა, რომ სამართალდამცავი ნამდვილად სერიული მკვლელია.

პირველი დანაშაული მან 1986 წელს პარიზში ჩაიდინა. მამაკაცმა 11 წლის ბავშვი გააუპატიურა და დაახრჩო. ჯამში ის სამ მკვლელობასა და 6 გაუპატიურებაში იყო ეჭვმიტანილი. ბოლო დანაშაული 1994 წლით თარიღდება.