4 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 10,945,600-ს შეადგენს. COVID-19-ს 523,035 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 4 ასიმპტომური მატარებელი გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ის 83,545 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 78,509 პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1,550,176 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 63,409 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 42 223 შემთხვევა დადასტურდა, 1 290 ადამიანი გარდაიცვალა. 978,615 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 197,250-მდე გაიზარდა, 9,074 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 446 შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი გარდაიცვალა. 181,300 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 29,843-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში 654 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი უკვე 245,251ადამიანს დაუდასტურდა. 6,740 ადამიანს ვირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა.

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 22,755 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 672,644 ადამიანს დაუდასტურდა. 19,279 პაციენტი გარდაიცვალა, 610 გასულ 24 საათში. 408,625 გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 47,677-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1 227 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 15 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 21 115 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 580 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 27,900-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 477 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 8 გასული დღე-ღამის განმავლობაში. კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა დაავადებებით გარდაიცვალნენ 156-ს შეადგენს. 15 935 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 6,632 ადამიანი დაინფიცირდა და 674,515-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 168 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 10,027-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 446,879 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 148 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,449-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 237,878 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 11,408 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 198,949-მდე გაიზარდა.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 19,801-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 241 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 11,291 პაციენტი. 

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 28,055-მდე გაიზარდა. ჯამში COVID-19-ით გარდაცვლილია 326 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 17,669 ადამიანი.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1,154 ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 20-ით გაიზარდა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 204 610 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებამ სულ 5,206 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 180 ათასს აღწევს.