49 მილიონი აფრიკელი, შესაძლოა, უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე აღმოჩნდეს

კორონავირუსის პანდემიის გამო, აფრიკაში 49 მილიონი ადამიანი, შესაძლოა, უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდეს. ინფორმაციას აფრიკის განვითარების ბანკი (AfDB) ავრცელებს.

AfDB-ის სპიკერის თქმით, დასავლეთ ცენტრალური აფრიკა კორონავირუსის გავრცელებამ ყველაზე მეტად დააზარალა. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები: ნიგერია, ანგოლა, ალჟირი ეკონომიკურად განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია.

ამასთან, აფრიკის განვითარების ბანკი 2020 წელს მშპ-ის 3.4% -იან შემცირებას ვარაუდობს.