54 ადამიანი ემსხვერპლა ტერაქტს მალიში

53 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა ტერორისტების თავდასხმას დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო მალიში. მაშველებმა ცხედრები რამდენიმე საათის წინ იპოვეს. მათთან ერთად აღმოაჩინეს 10 გადარჩენილი სამხედროც.

მალის მთავრობის წარმომადგენელი, იაია სანგარი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ მსხვერპლთან ერთად, თავდასხმამ „მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია“. მისი თქმით, მდგომარეობა ამჟამად კონტროლის ქვეშაა. მიმდინარეობს ცხედრების ამოცნობის პროცესი.

მალის ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას უსამძიმრებს და ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.